ადამიანის ორგანიზმის 70-80%-მდე წლისგან შედგება. ის მთელი საციცოცხლო პროცესების, ცალკეული ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირებისთვის - მიკროელემენტების და ჟანგბადის სატრანსპორტო საშუალებაა. წყალი უნივერსალური გამხსნელია. მას ორგანიზმში ყველა საჭირო ნივთიერება შეაქვს, ხოლო ზედმეტი გამოაქვს. ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციების შესანარჩუნებლად ორგანიზმი, 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით 40 ათას ჭიქა წყალს გამოიყენებს (აბრუნებს). ჩვენი ორგანიზმი ამას ყოველდღე, მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებს.